კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობა

პირადი მონაცემების დაცვა

FCA Italy S.p.A. ითვალისწინებს 2003 წლის 30 ივლისს მიღებულ No 196 კანონს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ. ეს კანონი ეხება ყველას, მათ შორის თანამშრომლებს, მომწოდებლებს, მომხმარებლებს, ან უბრალოდ ვებ-გვერდის ვიზიტორებს.

პირადი მონაცემების გასაჯაროება

ყველა ტიპის პირადი ინფორმაციის გასაჯაროება ხდება 2003 წლის 30 ივლისის No 196 კანონის დაცვით. პირადი ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება თავად იმ ადამიანის მიერ, ვინც ეწვევა ვებ-გვერდს. მისი საბოლოო დასტურის გარეშე არანაირი ინფორმაციის შეგროვება არ ხდება.

არასენსიტიური პირადი ინფორმაცია

2003 წლის 30 ივლისის No 196 კანონი ითვალისწინებს კორექტულობას, კანონიერებას, გამჭირვალობას და მომხმარებილს უფლებათა და კონფიდენციალურობის დაცვას.

პირადი მონაცემების დამუშავების მიზანი და მეთოდები

ამ კანონის 13-ე მუხლში აღნიშნულია პირადი მონაცემების დამუშავების მიზანი და მეთოდები.  1. FCA Italy S.p.A-ს აქვს უფლება ჩაატაროს გამიკითხვა თქვენ მიერ მიღებული სერვისის ხარისხის კვლევისთვის. 2. FCA Italy S.p.A-ს აქვს უფლება გამოგიგზავნოთ სარეკლამო და პრომო შეტყობინებები, თქვენთვის საინტერესო სერვისებისა და პროდუქტების შესახებ.

შეფერხება პირადი ინფორმაციის მიწოდებაში

პირადი მონაცემების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ყოველთვის დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე.   თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლებელია შეხვდეთ ნიშანს ‘სავალდებულოა’, რაც ნიშნავს რომ აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა აუცილებელია.

პირები, რომლებმაც შესაძლებელია მიიღონ წვდომა თქვენს მონაცემებზე

თქვენ პირად მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია ჰქონდეთ მონაცემების დამუშავების სპეციალისტებს და მენეჯერებს, ასევე კომპანიებს, რომელტანაც ამ ტიპის ინფორმაციის

კომპანიები, რომლებმაც შესაძლებელია მიიღონ წვდომა თქვენს მონაცემებზე

თქვენი პირადი ინფორმაცია შესაძლებელია გადაეცეს მესამე პირს, მის მიერ საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით. თქვენთან შეთანხმებით, ის ასევე შესაძლებელია გადაეცეს FCA Italy S.p.A. გაყიდვების ქსელს და ფიატ ჯგუფის სხვა კომპანიებს თქვენთვის რელევანტური პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად.

 ინფორმაციის გადამუშავების კონტროლიორი და მენეჯერი

FCA Italy S.p.A.-ში ინფორმაციის გადამუშავების კონტროლი ხდევა ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების განყოფილების მიერ, რომელიც განთავსებულია ტურინში.

თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ წვდომა თქვენივე პირად მონაცემებზე, რათა შეძლოთ განაახლოთ ან წაშალოთ ისინი და შესაბამისად მოგვცეთ საშუალება გვქონდეს განახლებული საინფორმაციო  ბაზა. ამისთვის თქვენ უნდა მიწეროთ მონაცემების გადამუშავების მენეჯერს, მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებაში.

სიახლე ფიატისგან