ახალი ამბები

Ducato, ხარისხი და თავისუფლება Fiat Professional -ისგან

27 July 2018

180711_FP_SEVEL_sel_panoramiche

  • Ducato ხასიათდება მაღალი ხარისხით, კომფორტულობით, მოხერხებულობითა და უსაფრთხოებით.
  • იგი დამზადებულია Sevel-ის ქარხანაში ატესაში, რომელიც უმსხვილესია ევროპის კომერციული ავტომობილების ქარხნებს შორის 1981 წლიდან.
  • ქარხანა წარმოადგენს ასევე ერთგვარ ტრენინგ ცენტრს სადაც მუდმივად ხდება განვითარება .
  • დღეის მდგომარეობით 3 ტიპის მოტორსახლი იყიდება ევროპის გარეთ და აქედან 3 არის Ducato-ს ბაზაზე შექმნილი. ბოლო 10 წლის მანძილზე 500.000 -ზე მეტი ოჯახი ატარებს თავიანთ დასვენებას ამ ტიპის სახლით მოგზაურობაში. შემთხვევითი არაა ის ფაქტიც, რომ Ducato-ს ბაზა აღიარებულია როგორც  “Best Motorhome Base”.
  • Ducato არის მომხმარებელზე ორიენტირებული და აღჭურვილი მრავალფეროვანი Mopar-ის აქსესუარებით.

Ducato დამზადებულია Sevel-ის ქარხანაში ატესაში, რომელიც უმსხვილესია ევროპის კომერციული ავტომობილების ქარხნებს შორის. მისი ბაზა გამოიყენება მოტორსახლებისთვის.  მე-6 თაობის Ducato უკვე ათასობით მომხმარებლის მოთხოვნებს ერგება. ხარისხის დამსახურებით იგი გახდა best-seller -ი ევროპის ბაზარზე. ექსპერტების შეფასებით მოსალოდნელია 120,000 ახალი რეგისტრაცია 2018 წელს, რაც ნიშნავს 10%-იან ზრდას გასულ წელთან შედარებით. მოთხოვნა მზარდია წლიდან წლამდე და ჯამური ზრდა 4 წლის მანძილზე შეადგენს 50%-ს.

A record made in Abruzzo region, Italy, on solid foundations

Ducato-ს ლიდერობის შედეგები ეფუძვნება ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს და მომხმარებლების სურვილების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს. Sevel- ის ქარხანა ვითარდებოდა წლების მანძილზე. 1981 წელს ქარხანაში 600 ადამიანი იყო დასაქმებული და 70 ავტომობილი მზადდებოდა ყოველდღიურად, დღეს კი ეს რიცხვი 1200-მდე გაიზარდა.  ქარხანა მსოფლიო კლასის ვერცხლის მედალოსანია და დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 6’400 ადამიანი. მომწოდებელთა რაოდენობა 12’500-ს შეადგენს, დასაქმებულთა საშუალო ასაკი კი 45 წელია.  ქარხანაში ასევე განთავსებულია სასწავლო აკადემია, სადაც მუდმივად ხდება განვითარება და ახალი პროფესიონალების მომზადება.

Ducato, „საუკეთესო ბაზა მოტორსახლებისთვის“

ქარხნის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია შექმნას თითოეული მომხმარებლისთვის მისაღები პროდუქტი, შესაბამისი ძარა, ძრავი, ტრანსმისია.  3 მილიონზე მეტი Ducato დამზადდა 1981 წლიდან. მისი დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები  და შექმნილი მაღალი კომფორტი მგზავრებისთვის, იმ ღირებულებათა ნაზავია რაც მიმზიდველს ხდის ამ პროდუქტს მომხმარებლებისთვის.  ავტომობილი უკვე მე-11ჯერ დაასახელა გერმანულმა ჟურნალმა Promobil-მა როგორც საუკეთესო მოტორ სახლის ბაზის მქონე (“Best Motorhome Base”), შესაბამისად Ducato ლიდერია ამ სეგმენტში.

37 წარმატებული წელიწადი

37 წლის წინ, Ducato – შემოვიდა კომერციული ავტომობილების სეგმენტში. მიმდინარე მე-6-ე თაობას აქვს გაცილებით მეტი ტვირთამწეობა სექტორში , ავტომობილში დაბალანსებულია უსაფრთხოება და დინამიურობა ისე, რომ მოძრაობისას არ ირღვევა კომფორტის მაღალი სტანდარტები.
დღეის მდგომარეობით 4 მოტორსახლიდან 3 რომელიც იყიდება ევროპის ბაზარზე არის Ducato-ს ბაზაზე შექმნილი. ბოლო 10 წლის მანძილზე 500.000-ზე მეტი ოჯახი ატარებს ამ ავტომობილით დასვენების დღეებს. თაობიდან თაობამდე ავტომობილმა განიცადა ბევრი ტრანსფორმაცია და დღეს ის გაცილებით ფუნქციონალურია, გაცილებით მსუბუქი შასის მატარებელი, უფრო ფართე, მართკუთხედი ფორმის, მოცულობითი და კომფორტული.

მიდგომის ევოლუცია

მოტორსახლის მომხმარებლები არა უბრალოდ ტურისტები არამედ ჭეშმარიტი მოგზაურები არიან. Fiat Professional აწარმოებს best-seller ბაზას მოტორსახლებისთვის მთელს ევროპაში.

თავისუფლების ლიდერი

მარტივი გადაწყვეტილებები პრობლემებისა, რომლებსაც შესაძლოა წააწყდე მოგზაურობისას. Professional გთავაზობთ უკონკურენტო სერვისებს მოროტსახლების სამყაროში. 2003 წლიდან გუნდი ქმნის სახლებს „ბორბლებზე“ რომ დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა.

Fiat უსმენს მომხმარებელს და ზრუნავს მასზე, შედის ინტერაქციაში იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად გამოეხმაუროს მათ მოთხოვნებს. Fiat Professional -ის ქოლცენტრი ოპერირებს ევროპის 51 ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და მუდამ მზადაა გაგიწიოთ მაღალი ხარისხის მომსახურება.

Fiat Professional აქსესუარების კუთხითაც გვთავაზობს მეტ დამცავ მექანიზმს Mopar® -ის მხარდაჭერით.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ტექნოლოგიები, როგორიც არის fiatcamper.com  ვებგვერდი. გვერდზე მომხმარებლებს შეუძლიათ შეამოწმონ ინფორმაცია თავიანთი ავტომობილის შესახებ, გააზიაროს რაიმე ინფორმაცია ან მიიღონ სასურველი რჩევა.

ახალი იდენტიფიკატორები

Fiat Professional გამოიყენებს ახალ ინდენტიფიკატორს ამ ტიპის ავტომობილებისთვის და განათავსებს ახალ ლოგოტიპს ავტომობილებზე (Fiat Professional for Recreational Vehicles”).

სიახლე ფიატისგან