ბრენდი

ბრენდი კომპერციული

ავტომობილები, რომელსაც ფიატის ჯგუფი აწარმოებს ფაქტებით ადასტურებს თავის სიძლიერეს.

ფიატს წარმოდგენილი ყავს სრული რანგი კომერციულ სეგმენტში. კომერციული სეგმენტი გთავაზობთ ეკონომიურობას და დაბალ საექსპლუატაციო დანახარჯებს. 1901 წლიდან გაყიდვების წარმატებული მაჩვენებლებით ფიატმა კომერციულ სეგმენტში დაიკავა ლიდერის პოზიცია.

ავტომობილებს აქვთ მრავალჯერადად მოპოვებული საერთაშორისო ჯილდოები, მათ შორის 1994  წელს წლის საუკეთესო ვენის ტიტული მოიპოვა ფიატ დუკატომ, 2006 წელს ფიატ დობლო კარგომ, 2008 წელს ფიატ სკუდომ, 2009 წელს ფიატ ფიორინომ და 2010 წელს ახალმა ფიატ დობლო კარგომ. დღევანდელი მდგომარეობით მსოფლიოში წარმოდგენილია 1400 დილერი ევროპაში და 7500-ზე მეტი გაყიდვების ცენტრი.

ფიატის კომერციული მოდელები მსოფლიოს 8 ქარხანაში იწარმოება, მათ შორისაა სეველის ქარხანა, სადაც ფიატ დუკატო იწარმოება და რომელიც ითვლება უმსხვილეს ავტოქარხანად ევროპის მასშტაბით (2010 წელს ქარხანამ აწარმოა 4 მილიონი ავტომობილი)

გჭირდებათ დახმარება? მოგვწერეთ