DUCATO 4X4 Expedition 2015 წლის DÜSSELDORF-ის CARAVAN SALON

DUCATO 4X4 Expedition 2015 წლის DÜSSELDORF-ის CARAVAN SALON

ახალი საექსკურსიო ვენი იქნება წარმოდგენილი გერმანულ ავტოშუზე: კომფორტული და ძლიერი, რომელიც შესანიშნავია სპორტული და თავგადასავლების მოყვარული კლიენტებისთვის.

დუკატოს საექსკურსიო ვერსიაძე დაფუძნებით არის აგებული ეს ავტომობილი და დამატებული აქვს მაღალი ჭერი, 4×4 Expedition არის ერთობლივი ნამუშევარი ავეჯის მწარმოებელი ფირმა Tecnoform-ის, 4×4-ზე სისტემის მწარმოებელი Dangel და კორპუსის მწარმოებელი კომპანია Olmedo-სი.

Fiar Professional-ი, რომელიც არის შერჩეული ბაზა მწარმოებლებისა და მომხარებლების მიერ ახალ სეგმენტზე გადის, რომელიც ახლა არის ევროპის 25%-ზე მეტი და აგრძელებს ზრდას.

ამ სპეციალური ავტომობილით, რომელიც არ არის ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი, ფიატ დუკატო კიდევ ერთ აქტივს იძენს, როგორც პირველი არჩევანი ბაზისა სხვადასხვა მწარმოებლების მიერ ევროპის მაშტაბით.

The Fiat Ducato 4×4 Expedition იქნება წარმოდგენილი ქარავან სალონში, დიუსელდორფში(გერმანია), მსოფლიოს ყველაზე მნიშნელოვან ივენთზე ქარავანებისთვის და რომელიც გრძელდება 28 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. Fiat Professional-ს, როგორც ევროპის ლიდერს მსგავსი ავტომობილების კორპუსის ბაზისა, არ შეეძლო გამოეტოვებინა ეს ივენთი. დიუსელდორფში გამოჩენის შემდეგ, ეს ავტომობილი იქნება წარმოდგენილი სხვა ავტოშოუებზე პარმაში(იტალია), ლე ბურგეში(საფრანგეთი) და ბირმინგემში(გაერთიანებულ სამეფოში).

ამ ერთადერთი და განუმეორებელი ავტომობილით, Fiat Professional-ი ამტკიცებს მის ნოუჰაუს და ხსნის ახალ გზებს ევროპის იმ ბაზარზე, რომელიც მოიცავს მთლიანი საავტომობილო ბაზრის 25%-ს და მუდმივად იზრდება. დაფუძნებულია რა ბესტსელერზე, ფიატ დუკატოს 4×4 ვერსია არის შექმნილი იმ ხალხისთვის, ვისაც უყვარს თავგადასავლები, უყვარს გაუვალ გზებზე მოგზაურობა და ჭირდება დიდი სივრცე და ინტერიერი სამოგზაუროდ.

ამ მოდელის კიდევ ერთი აღსანიშნავი თვისება არის მარტივი სამართავი მექანიზმი: იგი იმართება როგორც მსუბუქი ავტომობილი, არის სახალისო, უსაფრთხო და გთავაზობთ კარგ მხედველობას და კომფორტულ სკამებს.

Fiat Ducato 4×4 Expedition აღჭურვილია 2.3 ლიტრიანი 150 ცხენის ძალის მქონე ძრავით, რომელიც არის თავის კლასში საუკეთესი დაბალი გამონაბოლქვისა და ეკონომიის მრივ. ბოლო თაობის Multijet II და სტანდარტული ‘Gear Shift Indicator’ ფუნქცია მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას.

გარედან, ეს ავტომობილი მოიცავს ნაცრისფერი ფერის ორ ტონალობას და დუკატოს კონფიგურაციის უამრავ შესაძლებლობას, მაგალითად წინა დამცავ ფარს და ლედ ფარებს. ავტომობილს აგრეთვე უყენდება წინა სპეციალური დამცავი ბამპერი და სახურავის რელსები, რომელიც არის შექმნილი იმისთვის, რომ არდადეგებზე წავიდეთ შორეულ მოგზაურობაში. ტექნოლოგიული გადაწყვეტილებები ამ ავტომობილს კიდევ უფრო მრავალმხრივსა და ძლიერს წარმოაჩენს.

შესანიშნაობის პარტნიორები

Fiat Ducato 4×4 Expedition არის დარგში ცნობილი ექსპერტების კოლაბორაციის შედეგი: Tecnoform ინტერიერის, Olmedo ექსტერიერის და Dangel 4×4-ზე სისტემის შექმნაში მონაწილეობდნენ.

Tecnoform არის ლიდერი ინტერიერის ავეჯის წარმოებაში ავტომობილებისა და იახტებისათვის. ბოლო 20 წლის მანძილზე Tecnoform შემოიტანა ახალი ტრენდები ავტომობილის ინტერიერისათვის სტილის, ტექნოლოგიისა და კომფორტის კუთხით. კომპანია თავისი დაარსების 50 წლისთავს სწორედ Fiat Ducato 4×4 Expedition-თან ერთად აღნიშნავს.

ინტერიერი აგებულია გამორჩეული ნატიფი ნაკვთებით, უმაღლესი ხარისხის ავეჯითა და მაღალტექნოლოგიური მატერიალებისაგან, რომლებიც ქმნიან ლაუნჯის მაგვარ ატმოსფეროს და შესანიშნავ გარემოს რელაქსაციისთვის რთული და დამღლელი დღის ბოლოს. Tecnoform-მა შექმნა ავეჯში ჩამონტაჟებული სპეციალური განათების სისტემა და ბოლო თაობის გასართობი სისტემა რამდენიმე დინამიკისა და ორი ბრტყელეკრანიანი ტელევიზორისგან. საუცხოო კომფორტი შერჭყმულია ფუნქციონალურობასთან მოგზაურობის პერიოდში.

ოთხი წამყვანი თვლის ექსპერტი კომპანია Dangel, რომელსაც ზურგს 35 წლიანი გამოცდილება უმაგრებს, ქმნის ახალ 4×4 გადაცემათა სისტემას ამ ავტომობილისთვის, რათა უფრო საინტერესო გახადოს ავტომობილი თავგადასავლების მოყვარულთათვის. უფრო დეტალურად, მუდმივად ჩართული ოთხივე წამყვანი თვალი, ამაღლებული კლირენსი და დიდი ზომის საბურავები გეხმარებათ, დალაშქროთ ნებისმიერი ზედაპირი.

ავტომობილის ექსტერიერზე იმუშავა Olmedo-მ, კომპანიამ სადაც ოსტატობა და გამჭრიახობა ერთმანეთს ერწყმის, რათა დააკმაყოფილოს ყველა განსხვავებული მომხმარებლის მოთხოვნილებები. Olmedo-ს მიზანი არის რომ გააუმჯობესოს ტრანსპორტის მდგომარეობა და შექმნას სპეციალური ეკიპირება სხვადასხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად, იმისთვის რომ გარანტირებული გქონდეთ მოძრაობის თავისუფლება, კომფორტი და უსაფრთხოება.

ახალი გზები

Fiat Ducato 4×4 Expedition შეიქმნა იმ მომხმარებლისთვის, რომლებსაც უყვართ სპორტული და თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება, ვისაც უნდა საუკეთესო ტექნოლოგიური კონტენტი. სწორედ ამიტომაა რომ ავტომობილში შეხვდებით ტაბლეტის დასადებს, რომელიც USB პორტითაა აღჭურვილი, სენსორულ ეკრანს UconnectTM NAV-ით, უკანა ხედვის კამერას, ლედ განათებებს და სხვა.

ავტომობილი ახალ მომხმარებელს სთავაზობს ახალ ექსტრემალურ და მრავალმხრივ გამოყენებას. ფიატ დუკატო კემპერს შეუძლია წავიდეს ყველგან და უნდა რომ იცოდეს როგორ მოემსახუროს მომხმარებელს უკეთესად. Fiat Professional-ი მუდმივად აკვირდება იმ ფიდბექს, რომელსაც იღებს ყოველდღიურად მოხმარებლისაგან და ცდილობს, არ ჩამორჩეს ახალ ტრენდებს და მუდმივად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა ინტერესები. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ კითხვარი თუ რას მოელით ავტომობილისგან შემდეგ მისამართზე https://www.fiatcamper.com

ფიატ დუკატო: ერთადერთი ბაზა შექმნილი იმისთვის რომ იყოს კემპერი

მრავალი წლის განმავლობაში ფიატ დუკატოს მახასიათებლები არის ფავორიტი მოძრავი სახლის მოყვარულებისათვის: ოთხკუთხედი, ყუთის ფორმის უკანა განყოფილება, სადაც თითოეული სანტიმეტრის გამოყენება შესაძებელია ჭკვიანურად. ფიატ დუკატოს აქვს შესანიშნავი მოხვევის რადიუსი და არის ძალიან მანევრირებადი. კომპაქტური წინა ნაწილი და კაბინა უზრუნველყოფს იმას რომ ავტომობილის მართვა იყოს უფრო მარტივი და ოპტიმიზაციას უკეთებს საცხოვრებელ ფართს.

ამ მოდელის სიძლიერე არის კომფორტი, უსაფრთხოება და მართვის ხალისი. ‘Captain Chair’ სტილის სკამები ინტეგრირებული თავის მისაყრდნობებით, რეგულირებადი საჭე და ჰიდრავლიკური მართვა. უამრავი პასიური თუ აქტიური უსაფრთხოების სისტემა გაძლევთ საშუალებას იმგზავროთ მშვიდად და უსაფრთხოდ.

დუკატოს ბაზა არის ლიდერი აღნიშნულ სექტორში და კორპუსის პირველი არჩევანი ყველა ევროპული მოძრავი სახლის მწარმოებლისათვის.ბოლო 10 წლის მანძილზე, 500,000 ოჯახი სრულიად უსაფრთხოდ მოგზაურობს და ერთობა არდადეგებზე ფიატ დუკატოს ბაზის მოძრავი სახლით. მრავალი წლის გამოცდილების ხარჯზე, Fiat Professional სთავაზობს მომხმარებელს სერვისის მრავალ სახეობას ფიატ დუკატოს ბაზის მოძრავ სახლებზე.

გჭირდებათ დახმარება? მოგვწერეთ