საუკეთესო კომერციული ფურგონი 2014-ის დაჯილდოება: FIAT PROFESSIONAL დასახელდა “წლის საუკეთესო ფურგონის მწარმოებლად”

საუკეთესო კომერციული ფურგონი 2014-ის დაჯილდოება: FIAT PROFESSIONAL დასახელდა “წლის საუკეთესო ფურგონის მწარმოებლად”

2014 წელს ჟიურიმ Fiat Professional დააჯილდოვა კომერციული სეგმენტშ გაწეული საოცარი სამსახურისთვის და იმისთის, რომ ითვალისწინებელ კომერციული მენეჯერების შეხედულებებს. მათი თქმით Fiat Professional არის ბრენდი რომელიც არის მისაბაძი სხვა ავტომწარმოებლებისთის.

მხოლოდ მესამე წელია რაც წარმოებაშია და Fiat Fiorino-მ მიიღო წლის საუკეთესო ქალაქის ფურგონის ტიტული თავისი პრაქტიკულობის, კომფორტის, სანდოობისა და ეკონომიურობის გამო, ისევე როგორც დილერებისგან დიდი მხარდაჭერისა.

Fiat professional დასახელდა 2014 წლის საუკეთესო კომერციულ ავტომწარმოებლად დიდ ბრიტანეთში პრესტიჟულ კომერციული ავტომობილების დაჯილდოებაზე. ეს არის დიდი მიღწევა, რომელიც ხაზს უსვამს არა მხოლოდ Fiat Professional-ის მრავალმხრიობას, არამედ იმას, რომ ბრენდი მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და ხარისხზე.

მეშვიდე წელია რაც არსებობს საუკეთესო კომერციული ავტომობილის დაჯილდოება და ის აღნიშნავს ავტომწარმოებლების დამსახურებებს საერთაშრისო ექპერტების დახმარებით.

წლის საუკეთესო კომერციულ ავტომწარმოებლად დასახელებულ Fiat Professional-ზე წერენ: წინა წლის ძალზედ მოწონებული კომერციული ავტომწარმოებელი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ხარისხის გაუმჯობესების გამო. Fiat Professional-ის განსაკუთრებული ზრუნვა მის კომერციულ მომხმარებელზე და მისი სურვილი გაითვალისწინოს კომერციული სეგმენტის რჩევები ნამდვილად დამსახურებულ გამარჯვებულად ხდის მას.

ჟიურიმ აღნიშნა Fiat Professional-ის ინოვაციები ნაწილების მიწოდების პოლისში, რომელიც ამცირებს გაცდენილ დროს და აუმჯობესებს VOR-, და ფაქტი რომ მისი ავტომობილები და ძრავები არის ბევრი სხვა ავტომწარმოებლისთვის მისაბაძი მაგალითი. ჟიურის საბოლოო შეჯამება იყო შემდეგი: „Fiat Professional” არის ის ნიშნული, რომლითაც უნდა შეფასდეს სხვა მწარმოებლები.“

Fiat Fiorino-მ მოიგო წლის საუკეთესო ქალაქის ფურგონის ტიტული ძიერი კონკურენციის პირობებში. კონკურენტებს ადარებენ რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის მიხედვით, როგორიცაა ტვირთამწეობა და მრავალმხრივობა, უსაფრთხოება და ტექნოლოგიები, საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი, საიმედოობა და დილერის მხარდაჭერა, კომფორტი და პერფორმანსი, რა თქმა უნდა მთლიანი შენახვის ხარჯებიც. Fiorino-ს აქვს იდეალური ტვირთამწეობა და კონფიგურაცია ქალაქში გამოსაყენებლად და ზურგს უმაგრებს გასაოცარი მწარმოებლისდ ა დილერების მხარდაჭერა. ძლიერი, მაღალ ეფექტური ძრავები და მცირე შენახვის ხარჯები მას კონკურენტებზე წინ აყენებს.

პრესტიჟული „2014 წლის საუკეთესო კომერციული ავტომობილისმოგებას წინ უძღოდა კიდევ ორი მნიშვნელოვანი ჯილდოს მოგება ბრიტანეთში. ივლისში, ფიატ დობლო კარგო დასახელდა 2014 წლის საუკეთესო კომერციულ ავტომობილად “Motor Transport Awards 2014“-ის მიერ. ფიატ ფიორინო კი დასახელდა 2014 წლის საუკეთესო მსუბუქ ფურგონად „Van Fleet World Honours 2014“-ის მიერ.

გჭირდებათ დახმარება? მოგვწერეთ